შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გიორგ ლ. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ხუთი ცალი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, უკანონოდ დაჭერილი სხვადასხვა სახეობის 10 კგ თევზი, 2 ჩოგან–ბადე, 1 სახლართი ბადე და წყლის სათვალე ამოიღეს. გიორგი ლ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება აკრძალულ ადგილას თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.