ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანჯინში შხამქიმიკანტების საწყობის აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა მთავრობისგან კომპენსაციის მიღების მოთხოვნით აქციას მართავს.
BBC-ის ინფორმაციით, მოქალაქეები ამბობენ, რომ შხამქიმიკანტების საწყობი, რომელიც აფეთქდა, მათ საცხოვრებელ სახლებთან უკანონოდ იყო აშენებული.
როგორც ცნობილია, აფეთქება მოხდა საწყობში, რომელშიც მომწამლავი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი ინახებოდა.
ჩინეთის მთავრობის თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია და დღის ბოლომდე მომწამლავი ნივთიერებისგან ტერიტორიას გაწმენდენ.
მათივე ინფორმაციით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამსახურმა ჰაერში მომწამლავი ნივთიერების არსებობის მინიმალურად მაღალი დონე აღმოაჩინა.
როგორც ცნობილია, ტიანჯინში მომხდარი აფეთქების შედეგად 114 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე მოქალაქე, უმეტესად მეხანძრეები, დაკარგულად ითვლებიან; 700 დაშავებული ჯერ კიდევ საავადმყოფოში მკურნალობს, 6000-მდე მაცხოვრებელი ევაკუირებულია, ხოლო 17 000 საცხოვრებელი სახლი განადგურებული.