დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
"თელასის" ინფორმაციით, გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის გზატკეცილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, შეშელიძის, გმირ კურსანტთა, ხიზაბავრის, ქერჩის, ხიზამბარელის, ლიბანის, სარაჯიშვილის, ილორის, გობრონიძის და მორეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის II და IV მიკრორაიონების, ქერჩის, ტაბიძის და გაგარინის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, ბაგრატიონის და ქუთაისის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, შალვა ახალციხელის, ხვიჩიას, კოსტავას, შარტავას, იოსებიძის, საბურთალოს და იყალთოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ლაღიძის შესახვევის, წულუკიძის, ლაღიძის და პეტეფის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, ჩიხის და რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.