საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ში ვიზიტს ამზადებს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს და გააკეთებს და მოიქცევა ისე, როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული უფრო მაღალ დონეზე,“ _ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ.
გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე კი აცხადებს რომ გაერო-ში პრემიერი ჩავა და ის უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას, თუმცა პრეზიდენტიც ჩავა აშშ-ში იმ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, რომელზეც ის ლიტვის პრეზიდენტმა დაპატიჟა.
"გაერო-ში დაგეგმილ ორივე ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე სიტყვით გამოვა ორივე ღონისძიებაზე. პრეზიდენტი კი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაში, რომელიც ეხება აღმოსავლეთ ევროპის გამოწვევებს და ქალთა საკითხებს," – აცხადებს კახა იმნაძე.