საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური, "შეცდომად" აფასებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ განახორციელა.
თამაზ მეჭიაურმა რამდენიმე თვის წინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ოთახში არაფორმალური შეხვედრის დეტალები გაიხსენა.
"არ ვიცი, რა მოტივით სთხოვეს მაშინდელ პრემიერს, არ დაეჭირა ქადაგიძე. ეს მან განაცხადა. დაასახელა ორგანიზაცია, ვინც ეს სთხოვა. ალბათ, ჰქონდა საფუძველი. ნაკლებად ვარ ჩარეული პროკურატურის საქმიანობაში და, თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ, მას უნდა ჰკითხოთ. მე ვაფიქსირებ, რომ იყო ასეთი შეთანხმება და, ჩემი აზრით, ეს იყო შეცდომა. მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა ეპატიებინა, მაგრამ, მინიმუმ, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დატოვება არ უნდა მომხდარიყო," _ განაცხადა მეჭიაურმაკურიერთან საუბრისას.
თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დადებამ ლარის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.