შემთხვევა ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში წუხელ ღამით მოხდა. ურთიერთშელაპარაკების დროს, ცოლმა ქმარი დანით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც ექიმებმა გვითხრეს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჩვენი ინფორმაციით ცოლ-ქმარს შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა და მათი სახლიდან ჩხუბის ხმაც ხშირად ისმოდა.
საქმე 117-ე მუხლითაა აღძრული.
ჯერჯერობით მეუღლის დაჭრაში ეჭვმიტანილი ქალბატონი არ დაუკავებიათ. როგორც გვითხრეს დაკავებამდე ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო, რომელსაც დღეს ელოდებიან.