რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სომხეთში, ჩრდილო კავკასიასა და ყირიმში სამხედრო მანევრები დაიწყო. მასში სამი ათასამდე საარტილერიო დანადგარია ჩართული.
ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსეთის ფედერაციის სამხედრო არხი "ზვეზდა" ავრცელებს.
წვრთნები მოულოდნელი განგაშით დაიწყო. მანევრები ერთ თვეს გაგრძელდება. მისი საბოლოო ეტაპი ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან – გრად ემიდან, ურაგანიდან და სმერჩიდან, სროლებს ითვალისწინებს.