საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ფქვილისა და ხორბლის იმპორტი დაუბრკოლებლად მიმიდინარეობს.
"გეზში საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულდება ერთ დღეში. ამის დასტურია სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ თუ 2013 წელს საქართველოში, იანვარი-ივლისის თვის განმავლობაში შემოვიდა 209 099 020 ტ ხორბალი, ამავე პერიოდში უკვე 2014 წელს ქვეყანაში იმპორტის სახით შემოვიდა 218 838 709 ტ, ხოლო 2015 წელს იანვარი-ივლისის მონაცემებით ხორბლის იმპორტი საქართველოში გაიზარდა 240 594 225 ტონამდე. ზრდის ტენდენცია აღინიშნება ფქვილის იმპორტთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ხორბლისა და ფქვილის განბაჟებისას, საქონლის ხელოვნური შეფერხების შესახებ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება", _ აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.