საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველკლასელთა ჩარიცხვის დამატებითი ვადები განისაზღვრა.
უწყების ინფორმაციით, ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2015 წლის 1 და 2 სექტემბერს მისამართზე: http://registration.emis.ge/, ხოლო მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადაა 2015 წლის 3 და 4 სექტემბერი.