საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაეროში გამგზავრებასთან დაკავშირებით წამოსული სპეკულაციები აბსოლუტურად გაუგებარია და შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის:
"ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. გაერო-შიც და ნებისმიერ სხვა ადგილზე, სადაც მივდივარ, მივდივარ საქმის გასაკეთებლად და არა დასათვალიერებლად. პრემიერობამდეც ხშირად ვყოფილვარ ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი, მაგრამ როცა სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და რაიმე სხვა სპეკულაციებზე არ მსურს კომენტარის გაკეთება", _ განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.