საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბორის ლიპარტელიანი დააკავა.
გამოძიებით დადგენილა, რომ ბრალდებულმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისი სახელმწიფო ნებართვის გაცემის და სხვა კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე თანხმობის გაცემისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.