"ლობისტური კომპანიების დაქირავებაში ახალი და უჩვეულო არაფერია" – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა, მესამე წელია აბსოლუტურად გამჭვირვალედ, საიდუმლო გრიფის გარეშე აფორმებს ხელშეკრულებას ლობისტურ კომპანიებთან და ლობისტური საქმიანობისთვის მიზერულ თანხას იხდის.
"ეს დოკუმენტები საჯაროა, ასევე ცნობილია ის სამუშაოები, რომელიც ლობისტურმა კომპანიებმა ჩვენი ქვეყნისთვის გასწიეს" – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობამ ლობისტური კომპანია გაერო-ში ვიზიტის მოსამზადებლად დაიქირავა, მთავრობის მეთაური მას არასერიოზულად მიიჩნევს.