საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა.
მოსახლეობის ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და გორის რაიონის სოფლების გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა კრემლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებს ატარებს. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ანალიტიკური დეპარტამენტი ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს ამ კონკრეტულ შემთხვევას