კლიპი ლოს-ანჯელესშია გადაღებული, სიმღერა ეკუთვნის ბერას. რეჟისორი კი, მისი მეგობარი, ცნობილი თინეიჯერი, Nash Grier – ია. მას ეხმარებოდა GDS – ის, კერძოდ ტიფლისის ერთ-ერთი რეჟისორი ნოდარ მარშანიშვილი.
კლიპის ერთ-ერთი გმირია Wilhelmina – ს მოდელი, 24 წლის ფერად კანიანი Brianna Michelle. ასევე კლიპში ბენდის სახით წარმოდგენილნი არიან ამერიკაში ცნობილი თინეიჯერები – Jack Johnson, Jack Gilinsky, Sam Wilkinson, Hayes Grier, Jake Foushee და ა.შ
კლიპის გამოქვეყნებიდან რამოდენიმე საათში ნახვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, მსოფლიო ტრენდი გახდა Twitter – ზეც, სულ მცირე დროში 462 ათასზე მეტმა ადამიანმა დაპოსტა #IlookGoodOnYou