საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰანს ჰორბახის გამოსამშვიდობებელი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ურთიერთობები და ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები იყო.
დიპლომატს, რომელსაც საქართველოში საქმიანობის ვადა ეწურება, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
ჰანს ჰორბახმა აღნიშნა, რომ 36-წლიანი დიპლომატიური კარიერის მანძილზე საქართველოში გატარებული ორი წელი მისთვის მნიშვნელოვანი იყო.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.