ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში ხანძარს ებრძვიან.
EURONEWS-ის ინფორმაციით, ცეცხლმა კალიფორნიაში,ორეგონსა და აიდაჰოში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა. ხოლო, ვაშინგტონის მთიან ნაწილში მდებარე ორი ქალაქიდან ტვისპსა და ვინტროპიდან 4 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას სამი მეხანძრე დაიღუპა.
ვაშინგტონის დაზარალებულ რეგიონში ყველა სახის ტყის სამრეწველო საქმიანობა შეჩერებულია.
მაუწყებლის ცნობით, ამ კვირაში, ხანძრის შედეგად, 2015 წელს, დამწვარმა ტერიტორიამ შვიდ მილიონ აკრს მიაღწია.