სამხრეთ კორეას დასავლეთის საზღვრიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეასთან ინტენსიური შეტაკების შემდეგ მიიღო.
როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს ჩრდილოეთ კორეამ საარტილერიო შეტევის გარდა სამხედრო ნაწილს ჭურვიც ესროლა.
მაუწყებლის ცნობით, დასავლეთის საზღვარი უკვე დიდი ხანია რაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, მიუხედავად 1953 წელს ომის დასრულებისა, ცხელ წერტილს წარმოადგენს.
არცერთი მოიერიშე მხრიდან დაშავებულებსა ან დაღუპულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.