https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხელისუფლების სადამსჯელო სანქციები მედიისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ

8:02; 21.02.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური კონტროლით დაიწყო ხელისუფლებამ იმ ცვლილებების ამოქმედება, რომელიც 29 დეკემბერს შევიდა ძალაში. აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ამ ტოტალური ფინანსური კონტროლის ქვეშ ძალიან მალე აღმოჩნდებიან იურიდიული პირები, მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიები, მედიაორგანიზაციები. ამ კანონისა და კონტროლის პალატის მყისიერი რეაქციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არჩევნებამდე ნახევარი საქართველო (თუ მეტი არა) დაყადაღებული აღმოჩნდება. გარდა პარტიებისა, რეპრესიული კანონი ეხება ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. ხელისუფლების მთავარი მიზანი, _ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფოს პოტენციური ამომრჩეველი, 2011 წლის 29 დეკემბერს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დააკანონა. ამ კანონში შეტანილი ცვლილებების სამართლებრივი ანალიზის გაკეთება “გურია ნიუსმა” პროფესორ ლევან იზორიას სთხოვა.

ლევან იზორია: “მთელი 20 წლის განმავლობაში, ჩვენ კანონმდებლობით ვერ შევქმენით ისეთი საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში კონკურენტულ გარემოს შექმნიდა და ამ პოლიტიკურ სუბიექტებს თანასწორი ბრძოლის შანსები ექნებოდათ. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ისეთი საარჩევნო სისტემის ხელშეწყობას, რომელიც მას ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემდა. იგივე რეალობის წინაშე ვდგევართ დღესაც. ივანიშვილის გამოჩენით ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა იმის შანსი, რომ შეიქმნებოდა პლურალისტური პოლიტიკური გარემო ქვეყანაში. ამიტომ ხელისუფლებამ მყისიერად მიმართა ისეთ მეთოდს, რაც ამ გარემოს შეზღუდავდა. სწორედ ამ ყველაფრის შედეგი გახლდათ ორგანულ კანონში შესული ის ცვლილები, რომლებიც ნამდვილად რეპრესიული ხასიათისაა და არაფერი აქვს საერთო ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასთან.”

_ ბატონო ლევან, გასაგებია, რომ პარტიებთან დაკავშირებით ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე და კონტროლდებოდეს, მაგრამ ამ ცვლილებების შედეგად შეტანილი ბუნდოვანი ნორმების აღსრულება, რომლებიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეხებათ, რამდენად შესაძლებელია?

_ ყველაზე პრობლემატური არის 26 პრიმა მუხლი, რომელიც ამ ცვლილებებით გაჩნდა. ეს მუხლი ამბობს, რომ რა შეზღუდვებიც უწესდება პარტიას, იგივე შეზღუდვები მოქმედებს სხვა სუბიექტებზეცო. ეს სუბიექტები არიან იურიდიული პირები, რომლებიც დაკავშირებულები არიან პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ. იგივეს ამბობს ფიზიკურ პირზე, რომ ისევე იზღუდება როგორც პარტია და განსაზღვრავს, ვინ იზღუდება.

1. ეს არის ის, ვინც უშუალოდ განაცხადებს პარტიული ან საარჩევნო ამოცანების შესახებ.

2. ასევე ის, ვინც ამ განმცხადებელთან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული და ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, მეზობელი…

3. ის, ვინც საქმიან ურთიერთობაში იმყოფება მასთან.

მოდით, შევეცადოთ და გავშიფროთ ეს ყველაფერი. ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი ფორმულირება ძალიან ბუნდოვანია. როგორ შემიძლია მე განვსაზღვრო იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან? Eეს კანონმდებელმა უნდა გვითხრას და განგვიმარტოს. ევროპის ქვეყნებს თუ ავიღებთ, სადაც ასევე არის ასეთი შეზღუდვები, იქ პირდაპირ განსაზღვრულია ვინ არის პარტიასთან პირდაპირ კავშირში. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად პოლიტიკური ფონდი, რომელიც დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს, რა თქმა უნდა, მისაღებია, რადგან სამართლებრივად არის დაფიქსირებული, რომ კონკრეტული ფონდები პირდაპირ კავშირში არიან ამა თუ იმ პარტიასთან. ამიტომ, როდესაც კანონმდებელი ასეთ ფორმულირებას ახდენს, კონკრეტულად უნდა განსაზღვროს ადრესატი, ვინ იგულისხმება. ასე, შეიძლება ყველა იგულისხმონ. ავიღოთ მაგალითები და ისე ვიმსჯელოთ. ვთქვათ, რომელიღაც იქს პარტიამ გურიაში გადაწყვიტა პლაკატების გამოქვეყნება. ამ პლაკატების გამოქვეყნებისთვის ეს პარტია მიმართავს რომელიღაც სტამბას ასევე გურიაში. აი აქ, შეიძლება უცებ კონტროლის პალატამ გადაწყვიტოს, რომ რადგან სტამბამ ფინანსები აიღო და მისი ხარჯვითი ნაწილი რაღაცნაირად დაკავშირებულია ამ პარტიასთან, ეს უკვე არის დაკავშირებული პირი. ამის შემდეგ ის მოითხოვს სტამბის ფინანსურ დეკლარაციას და ამას მოსთხოვს ან პარტიას ან უშუალოდ გამომცემლობას. სტამბა, იმის შიშით კონტროლის პალატა არ დამადგეს და ზედმეტი ჩარევებისგან თავი ავირიდოო, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ დაუბეჭდავს საარჩვენო ბუკლეტს. ასეთი ბუნდოვანება და ფართო გაგების საშუალება კონტროლის პალატას უქმნის ტოტალური კონტროლის საფუძველს.

_ რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე დაწესებულ შეზღუდვებს, რამდენად ჯდება რაიმე სახის გონივრულ ან ლოგიკურ ფარგლებში? ხომ არ იცით, რომელი ქვეყნის გამოცდილებით იხელმძღვანელის მსგავსი ნორმის მიღებისას?

_ ეს გახლავთ ირონიული სიტუაცია, რომელიც აბსურდამდე მიდის. როგორ შეიძლება ფიზიკურ პირებსაც იგივე შეზღუდვები დაუწესო, როგორიც პარტიას აქვს? პარტია შემოწირულობას იღებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქისგან. მაგალითად, მე მყავს ძმა უცხო ქვეყნის მოქალაქე და გამომიგზავნა თანხა საჩუქრად, დახმარებისთვის. იქედან გამომდინარე, რომ მე როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი, იგივე შეზღუდვებს ვექვემდებარები როგორსაც პარტია, შეიძლება ეს თანხა უკანონოდ ჩამითვალონ და სანქციები განახორციელონ ჩემზე.

– რას გულისხმობს ამავე კანონით განსაზღვრული ცნება “პოლიტიკური მიზნები და სხვა პოლიტიკური ამოცანები” და რამდენად შეუძლიათ ეს ნორმა გამოიყენონ მედიასთან მიმართებაში?

_ რას გულისხმობს, ეგ არავინ იცის კონკრეტულად და მთელი უბედურებაც მაგაშია. მოდით, გავაანალიზოთ სწორედ ეგ შემთხვევა. პარტიისთვის პოლიტიკური მიზანი რაც არის ყველამ ვიცით, _ მოვიდეს ხელისუფლებაში. სხვა იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური მიზანი რა შეიძლება იყოს? ის, რომ გააკონტროლოს პოლიტიკური პროცესები. ანუ ყველაფერი, მათ შორის მედიის საქმიანობაც, პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან _ პოლიტიკური პროცესების გაშუქებასთან, პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრებტან, მათთან დისკუსიის გამართვასთან და ასე შემდეგ. რა იგულისხმება ტერმინში “სხვა პოლიტიკური ამოცანები”, ეს არავინ უწყის გარდა კონტროლის პალატისა. ამ უკანასკნელმა კი შეიძლება დღეს თვითნებურად გადაწყვიტოს, რომ ვთქვათ “გურია ნიუსმა” რადგან საჯაროდ გამოაცხადა, რომ მიზანი აქვს გამჭვირვალე გახადოს პოლიტიკური პროცესი, ეს ჩაგითვალოთ პოლიტიკურ მიზანში და ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მიერ გადახდილი სარეკლამო მომსახურების თანხა საბაბად მიიჩნიოს თქვენი ხარჯვითი ნაწილის კონტროლისთვის. ეს ყველაფერი ხდება 26-ე პრიმა მუხლით, რომელიც ფართო ინტერპრეტაციისა და ფაქტობრივად ყველა სუბიექტის შეზღუდვის შესაძლებობას აძლევს ხელისუფლებას.

_ ანუ საქმე გვაქვს ტოტალური კონტროლის მექანიზმთან, რომელიც გარდა შიშის ფაქტორისა, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებს ადამიანებს და აიძულებს მათ ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობაზე უარი თქვან?

_ ნამდვილად ტოტალური კონტროლის მექანიზმთან გვქვს საქმე და გამოვყოფ მეორე უმთავრეს პრობლემასაც. ეს გახლავთ კონტროლის პალატა და მისთვის მინიჭებული უფლებები. როდესაც კანონმდებელი კონკრეტულად არ განსაზღვრავს ვინ არიან ის სუბიექტები, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლის პალატას თვითნებური გადაწყვეტილებების უფლებას აძლევს. კონტროლის პალატა, კონსტიტუციურად უფლებამოსილი არ არის გააკონტროლოს პარტიის ფინანსები და მით უფრო არ არის უფლებამოსილი, გააკონტროლოს ფიზიკური პირების ანგარიშები. ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მას მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების კონტროლის უფლება აქვს. ის რომ ამ დღეებში კონტროლის პალატამ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური ანგარიში მოითხოვა, აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია. ისე მიიღეს ცვლილება ორგანულ კანონში, არც კი უფიქრიათ კონსტიტუციაზე, რომელიც ამ კანონზე გაცილებით მაღლა დგას.

_ კონტროლის პალატას ასევე მიენიჭა ადმინისტრირების ფუნქცია, რომელიც მას ანიჭებს იურიდული თუ ფიზიკური პირების ქონებასა თუ ანგარიშებზე ყადაღის დადების უფლებასაც.

_ დღემდე, სანამ ეს ცვლილებები განხორციელდებოდა, კონტროლის პალატას ერთადერთი სამართლებრივი საშუალება ჰქონდა ხელთ, _ აუდიტის ჩატარება. როგორც კი შეამჩნევდა კანონდარღვევებს, მაშინვე მიმართავდა შესაბამის უწყებებს, მაგლითად პროკურატურას. დღეს უკვე, ამ ცვლილებების შედეგად, კონტროლის პალატას გადაეცა წმინდა ადმინისტრირების ფუნქციები. Eეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გამოსცეს აქტი, რომელიც სავალდებულო შესასრულებელია. შეუძლია დააწესოს სანქციებიც და ქონებას დაადოს ყადაღა. უფრო მეტიც, შეუძლია იურიდიული პირის ლიკვიდაცია განახორციელოს და მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით რეგისტრაციიდან მოიხსნას საარჩევნო სუბიექტი. აღარაფერს ვამბობ უკვე ათმაგ ჯარიმებზე, რომელთან დაკავშირებითაც, სხვათაშორის, ჩვენ ვესაუბრეთ უცხოელ ექსპერტებსაც და მსგავსი რამ არსად ხდება. გერმანიის მაგალითზე რომ ავიღოთ, იქ ორმაგი ჯარიმაა. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, უფლებამოსილების გადამეტებაა. როგორ შეიძლება ასეთი მკაცრი სანქციების შეფარდების უფლება კონტროლის პალატას ეძლეოდეს და არა სასამართლოს?

_ კანონში შეტანილ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არის თუ არა საქმის კურსში ვენეციის კომისია და რაიმე სახის რეკომენდაციები ხომ არ მოსულა მათგან?

_ ძალიან საინტერსო პრობლემას შეეხეთ. ხელისუფლება ყოველთვის გვეუბნებოდა, _ ვენეციის კომისიას მოეწონა და თქვენ რაღა გინდათო. საქმე ისაა, რომ ვენეციის კომისიას ეს პროექტი 30 ნოემბერს გადაეგზავნა და პირველადი ვარიანტი საიტზეც დევს. ხელისუფლება ამბობდა, _ გახსენით და ნახეთ საიტზე არის პროექტიო. პროექტი კი არის, მაგრამ 30 ნოემბერს გადაგზავნილი. მერე გადააგზავნეს 10 დეკემბერს. ვენეციის კომისიამ 16-17 დეკემბერს უკვე იმ 30 ნოემბერს გაგზავნილ პროექტზე თავისი მოსაზრებები დადო და ის გამოგზავნა. Mმაგრამ 10 დეკემბერს რა გაიგზავნა, ეს საიტზე არ ჩანს. სავარაუდოდ, გაიგზავნა ის რისი მოსმენაც 12 დეკემბერს პარლამენტში ისე დაიწყო, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არავინ დალოდებია. გახსოვთ, მარკეტი გამოვიდა და თქვა: მე ბოლო ვარიანტზე არ მაქვს ინფორმაცია, ჩვენ დასკვნა მოვამზადეთ პირველ პროექტზეო. ვენეციის კომისია სერიოზული ორგანიზაციაა. როგორ შეიძლება 10 დეკემბერს გაგზავნილ პროექტზე 16-ში, ანუ ექვს დღეში კომისიას ემსჯელა?! ფოსტით როცა მივა ეს დოკუმენტი, ერთი დღე მაინც უნდა ექსპერტებთან გადაგზავნას. ვენეციის კომისია საცხობი არ არის, ფუნთუშა შეაგდო და იმავე დღესვე გაგიმზადონ. Aმას დრო უნდა და სერიოზული მუშაობა. Oორი-სამი კვირა მაინც ჭირდება. ამიტომ ბუნებრივია, ვენეციის კომისიას ბოლო, მძიმე ცვლილებებზე დასკვნა არ დაუდია. ჩვენ ეს კვლევა ვთარგმნეთ ინგლისურად და საქართველოში აკრედიტირებულ თითქმის ყველა საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ვენეციის კომისიას გავუგზავნით.

_ რას აპირებთ პასუხის მიღების შემდეგ?

_ ჩვენ პასუხს არ ველოდებით. ველოდებით იმას რომ, ისინი მიიღებენ მხედველობაში და მაქსიმალურად გააკონტროლებენ ხელისუფლების რათა მოხდეს მათი თვითნებობის აღკვეთა. მაქსიმალურად მინიმიზება მოხდეს იმ ქმედებებისა, რომელიც ხელისუფლებას აქვს ამ კანონის საფუძველზე.

_ ჩვენ ვესაუბრეთ, ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელს ლევან ვეფხვაძეს, რომელმაც განაცხადა რომ ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, “ჰოლანდიის პოლიტპარტიული განვითარების დემოკრატიული ინსტიტუტის” სათაო ოფისმა, ამ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საქართველოში თავიანთ წარმომადგენლობას დროებით საქმიანობის შეჩერება მოსთხოვა, სანამ არ დაიდება ამ კანონის სამართლებრივი ანალიზი. ისინი სერიოზულ რისკფაქტორებს ხედავენ ამ ცვლილებების ამოქმედებით

_ მე არ მაქვს კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია, მაგრამ ჩემთვის გასაგებია საერთაშორისო ორგანიზაციების ასეთი სიფრთხილე. მითუმეტეს მაშინ, როცა მათი ყოველდღიური საქმიანობა პირადაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკურ პროცესებთან. ბუნებრივია, თოთოეულ ამ სუბიექტს ინტერესი ექნება გაეცნოს კანონს და გაიგონ თუ რა შეზღუდვებს უწესებს მათ ეს კანონი. ამიტომ არ მიკვირს ამ ორგანიზაციის მხრიდან ასეთი მიდგომა.

_ თქვენ უცხოელი ექსპერტები ახსენეთ. როგორია მათი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით?

_ მომზადების პროცესში უცხოელ ექსპერტების მონაწილეობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი ჩათვლით, ამ კანონში შეტანილი ცვლილებების ანალიზის სამივე ავტორს წლების განმავლობაში ევროპაში გვაქვს განათლება მიღებული. იქ გვაქვს დაცული სადოქტორო დისერტაციები საჯარო სამართლის სფეროში. კარგად ვიცით, რა არის ევროპის სტანდარტები, მათი კანონმდებლობა და კონსტიტუციური ნორმების არსი. თუმცა, როდესაც დასკვნა მომზადების ბოლო სტადიაზე იყო, ჩვენს კოლეგებთან პირადი საუბრები გვქონდა. დაუფარავად გეტყვით, რომ ისინი აღშფოთებას ვერ მალავდნენ ამ ბუნდოვანი, აბსურდული და პოლიტიკური სისტემის შემზღუდავი ნორმების მიმართ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30 იანვარი, 2026

რას იმეტებს ხელისუფლება მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად

პარლამენტში ამ დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა შედგება

ყველა სიახლე

საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30.01.2026
ფინანსები

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

18:39; 30.01.2026
მთავარი

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

17:19; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:19; 30.01.2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30.01.2026
პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

16:35; 30.01.2026
სამართალი

რა ამოიღეს ჩოხატაურის მერის მოადგილის მამის სახლიდან- პროკურატურის ბრალდება ცნობილია

16:06; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30.01.2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

14:09; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო