საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.
რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და "დელტას" წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებდნენ.
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში განხორციელდება.