ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგოლესუბანში, ცნობილი ლოტბარი ოთარ ბერძენიშვილი გარდაიცვალა.
ბერძენიშვილს დღეს თბილისში, ანჩისხატის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
მას თბილისში დაკრძალავენ.
ოთარ ბერძენიშვილი 1928 წლის13 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში დაიბადა. 1959 წლიდან ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ ანსამბლებს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. იყო ბანის პარტიების საუკეთესო შემსრულებელი. აღადგინა და პოპულარიზაცია გაუწია მრავალ დავიწყებულ ხალხურ სიმღერას. 1978 წელს მას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.