ბაკურიანში საკურორტო სეზონი დასასრულს უახლოვდება. თოვლის მოსვლამდე დამსვენებლებისგან კურორტი რამდენიმე თვით დაისვენებს.
თუმცა, ამჟამად, ბაკურიანის მოსახლეობა დამსვენებლების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. პატარებით სავსე პარკებში ჟრიამული ჯერ კიდევ ისმის.
მაგრამ კურორტი წესრიგითა და სისუფთავით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. პარკებსა და ქუჩებში სავსე ურნებსა და ნაგვის გროვებს მრავლად შეხვდებით.
"ამირანის პარკი" ერთ-ერთია იმ პარკებს შორის, სადაც სისუფთავეს ნამდვილად იგრძნობთ. როგორც მომსახურე პერსონალი ამბობს, პარკის ტერიტორიას დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ.
ტერიტორიაზე დამონტაჟებული აბრები კი შეგვახსენებს, რომ ღვითისმშობლის წილხვედრ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ.
გარდა ამისა, დამსვენებლებს პარკის მეპატრონე აფრთხილებს, რომ "აკრძალულია ნაგვის დაყრა, ტოტების მტვრევა, ფესვებისა და ხავსების გლეჯვა, ფრინველებზე ნადირობა, ყვავილებისა და სხვა იშვიათი ფლორა-ფაუნის განადგურება. აკრძალულია სექსი პარკის მეპატრონის გარეშე".