გუშინ, გრიგოლეთთან ახლოს ზღვაში სამი მამაკაციდან ორი დაიხრჩო და ერთი გადარჩა. უბედურ შემთხვევას შეეწერა, ოზურგეთელი მერაბ ცინცაძე.
"უბედური შემთხვევა გრიგოლეთან ახლოს მოხდა. სამი ადამიანი იყო ზღვაში შესული, აქედან ერთი დამხრჩვალი ვიპოვეთ გუშინ და ერთი გადავარჩინეთ. ვერ ვპოულობდით მესამე მამაკაცს და სამძებრო სამუშაოები გაგრძელდა. მესამე მამაკაცი, დამხრჩვალი გამთენიისას ვიპოვეთ". _ გვითხრეს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, მერაბი და მისი მეგობარი იყვნენ ზღვაზე. მათთან ახლოს ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ყოფილან. ბიჭი შესულა ზღვაში და დინებამ წაიღო.შეყვარებულს დახმარება უთხოვია, იქვე მყოფ ადამიანებისთვის. მერაბი და მისი მეგობარი შეცვივდნენ. სამწუხაროდ ის ბიჭი და მერაბი ვერ გადარჩნენ.