საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3640 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა _ ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7162 ლარად იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურისის დადგენამდე "საქართველოს ბანკში" დოლარის გაყიდვის კურსი 2.384 ლარი იყო, ყიდვის _ 2.344; "თიბისი ბანკში" 1 დოლარს 2.3850 ლარად შეიძენდით და 2.3450 ლარად გაყიდოთ; "ლიბერთი ბანკში" ერთ დოლარის ყიდვა 2.3900 ლარად იყო შესაძლებელი, გაყიდვა კი 2.3400 ლარად.
ეროვნულმა ბანკის მიერ დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შემდეგ კი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა აიწია და 2.4300-საც მიაღწია.