https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ანასეულის მოსახლეობის პროტესტი ადგილობრივ ხელისუფლებას

18:08; 25.08.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ანასეულის მოსახლეობა,  წყლის პრობლემებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა ქუჩაში გამოდის და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ პროტესტს ხმამაღლა გამოხატავს.

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უწყლობის გამო ისეთ ანტისანიტარიაში ვცხოვრობთ ორი თვეა, რომ შეიძლება, ძალიან მალე ნებისმიერი ჩვენთაგანი დაავადდეს. ისეთი სუნი დგას სადარბაზოებში, ოთახებში, ვერ გაჩერდებით. რა დავაშავეთ ასეთი, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი ამბავი?!  სასმელ წყალს ვყიდილობთ, რამდენის ყიდვა უნდა შევძლოთ? ან ბინებში მეოთხე, მეხუთე სართულზე როგორ უნდა ავიტანოთ  წყალი, ისიც თუ ვიშოვეთ და მანქანებით მოვზიდეთ? ბოლო – ბოლო, მეზობლები ერთმანეთს გადავეკიდეთ და ეს ყველაფერი ერთმანეთის დაპირისპირებაში გადაიზარდა", _ ამბობდნენ "გურია ნიუსთან"  ანასეულის მცხოვრებლები.

ანასეულში, მეცნიერების ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების მცხოვრებლებმა ირინა თუთბერიძემ, თამაზ პატარავამ, ნანი კარსანიძემ, ნონა ჯაყელმა, ელისო ფაშტიანმა, ნანი ნაკაშიძემ, ნანა სალუქვაძემ, "გურია ნიუსს" დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მიმართეს:

"მიიტანეთ ეს ამბავი ხელისუფლების ყურამდე ძალიან გთხოვთ, უკვე გაუსაძლისია ჩვენი ყოველდღიურობა, ყურადღებას არავინ არ გვაქცევს, შეყუჟული კაბინეტებში თქვენი მეშვეობით გვპასუხობენ, რომ წყლის პრობლემის საკითხი სავარაუდოდ 2016 წლისთვის მოგვარდებაო, ეს აგდება არაა ჩვენი? მოვიდნენ და ნახონ რა მდგომარეობაში ვართ, ორი დღის წინ აქ ისეთი ამბავი იყო, პოლიცია ჩვენ თვითონ გამოვიძახეთ, რომ საქმის კურსში ყოფილიყო, მოვიდა ჩვენი უბნის რწმუნებული კახა სიხარულიძე, რომელმაც თავისი თვალით ნახა და იცის ჩვენი გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ, მოვიყვანეთ ნუგზარ ხელაძეც, პიროვნება, რომელსაც უშუალოდ ევალება ამ პრობლემის მოგვარება და გადაჭრა, მაგრამ რა? – არც არაფერი, დღეს კი ვაპირებთ გადავკეტოთ ცენტრალური გზა" _ ამბობდნენ ცენტრში შეკრებილები, რომლებიც ანასეულში სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლები არიან.

ქუჩაში გამოსულები იყვნენ  მოხუცები, ჩვილბავშვიანი დედები, რომლებიც შეწუხებული და სასოწარკვეთილი ხმით ყვებოდნენ თავიანი გასაწირის შესახებ, რაც უწყლოოით ადგათ.

"ელემენტარული პირობები რომ დავიცვათ, უნიტაზის წყალი ავავსოთ, ის არ გავქვს, მესამე, მეოთხე  სართულზე, მოხუცები ცხოვრობენ, რა ქნან იმათმაა? ანტისანიტარიაა, ოთახებში ვერ შეხვალ, ისეთ სახლი არ არის, რომ  ტუალეტის სუნი არ იდგეს, გვეუბნებიან სათავეზე წყალი არ არისო, ამ დროს  სოფელ ლიხაურს მიწოდება, საიდანაც ყველაზე მეტად სარგებლობს საყვავილე მეურნეობა, იქ ავსებენ ტონიან „ბასეინებს", რომელსაც სარწყავად იყენებენ, ჩვენ სასმელი არ გვაქვს,  რაც ამბები ავტეხეთ, იმის მერე გვეუბნებიან, გადავკეტავთ ლიხაურს და გამოვუშვებთ, მოგვატყუეს,  მდინარეში ჩავიტანეთ სარეცხი და იქ ვრეცხეთ, არავის არ ადარდებთ ჩვენი ამბები" _ ამბობენ ანასეულის უწყლოობით შეწუხებული მცხოვრებლები.

 " მილიონი ლარია ამ წყლის პრობლემის მოგვარებისთვის გამოყოფილი, არჩევნები რომ ტარდებოდა  და ანასეულში ამობრძანდა ბატონი ბეგი სიორიძე, პირველი საკითხი დავაყენეთ წყლის პრობლემის მოგვარება, ასე გვიპასუხა, ქალბატონო ეტყობა თქვენ არ გაქვთ  ჩემი საარჩევნო პროგრამა წაკითხულიო, თავში მიწერია ეს თქვენი წყლის პრობლემაო, ეტყობა  ბოლოდან დაიწყო წინა საარჩევნო დაპირებების შესრულება, ის მაინც გვითხრას, როდის მოვა თავში ამ წინასაარჩევნო დაპირების შესრულება?", _ ამბობს ნანა კარსანიძე.

"არაკაკონიერად აქვს მითვისებული სოფელ ლიხაურს, გაყიდულია ეს წყალი, ნუთუ არ შეიძლება ამაზე კონტროლი? მაგრამ სპეციალურად არ აკონტროლებენ, ჩვენ სასამართლოსაც მივმართავთ და პროკურატურასაც.  კაცი არაა პატრონი, გამკითხავი, ვინც ამას კურირებს არის ნუგზარ ხელაძე, ვინ პატრონობს ასეთი? აშკარად მფარველობს ხელისუფლება, დადგეს ამ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი, სანამ სხვა გზას მივმართავდეთ, ხელაძე საყვავილე მურნეობას ტონიან ბასეინებს უვსებს,  რამდენი წყალი უნდა ვიყიდოთ ორი თვეა წყალი როგორია არ ვიცი? რაა მართლა არ ეცოდებათ ხალხი?", _ აღნიშნა  ელისო ფაშტიანმა.

"მობრძანდეს ჩვენი საკრებულოს დეპუტატი ლავრენტი ბიგვავა და გაგვცეს პასუხი, სახელადაა დეპუტატი?  რაა გააკეთა გვაინტერესებს, რას აკეთებს ხელისუფლება რას, გაგვცენ პასუხი, ჩვენი წყალი მოგვცენ ჩვენი, წავალთ ჩავჭრით და მერე ჩვენ დაგვაჯარიმებენ", _ ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

"გურია ნიუსი" შპს მშენებელის" დირექტორს ნუგზარ ხელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც თავი აარიდა მოსახლეობის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს;  ასევე უარყო  ინფორმაცია ანასეულის წყლის გაყიდვასთან დაკავშირებით (ხელაძის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ)":

"მე ნატანებში ვარ, ვერ წამოვალ აქედან, რაის გაყიდული მაქვს წყალი,  რაის ფული მაქვს აღებული,  სულ არ ვიცი ვინაა ლიხაურში  მაგ საყვავილე მეურნეობაში, სულ არ ვიცნობ არავის, ჩავრთე და იქნება დღეს, არ ყოფნის წყალი სათავეზე რომაა, ვერ ვარწმუნებ ამ ხალხს და რა ვქნა, ჯერ ზედა მხარეს გამოვუშვი და მერე ქვედა მხარეს ექნება, მე ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც საჭიროა," _განაცხადა ხელაძემ.

"გურია ნიუსი" ასევე ესაუბრა ანასეულის უბნის რწმუნებულს კახა სიხარულიძეს:

"ჩემთან შემოვიდა შეტყობინება და გავედი ადგილზე, მე არაფერ შუაში არ ვარ, მე იმიტომ წავედი მოსახლეობასთან შესახვედრად, რომ რომ ვიფიქრე ჩხუბი არ მოხდეს მეთქი, წყლის პრობლემასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, უბრალოდ ვიცი რომ არ მიეწოდებათ", _ ამბობს სიხარულიძე.

მოსახლეობის რამდენიმე საათიანი შეკრებისა და ხმამაღალი პროტესტის მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლები და არც შპს მშენებელის დირექტორი ნუგზარ ხელაძე ადგილზე არ გამოჩენილან, რის შემდეგაც მოსახლოებამ გზის გადაკეტვა გადაწყვიტა.

რამდენიმე მეტრის ფეხით გავლის შემდეგ მათთან ანასეულის დეპუტატი ლავრენტი ბიგვავა მივიდა.  თუმცა, რამდენიმეწუთიანი გასაუბრება დეპუტატსა და მოსახლეობას შორის ხმამაღალ საუბარსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ წყალი მოვიდოდა ანასეულში, გაწვიმდა მაგრამ რეალურად წყლის დონე არ მომატებულა, უბრალოდ აიმღვრა სათავე,  მივაგენით ერთ წერტილს,  საიდანაც იღვრებოდა წყალი,   უკვე მყავდა ხალხი გაგვზავნილი, ხვალ დილით მობილიზაცია გაკეთდება ტექნიკის და საყვავილე მეურნეობის ტერიტორიაზე მოგვარდება საკმაოდ დიდი პრობლემა, ჩაიხსნება საყვავილე და გამოვუშვებთ თქვენთან, გავაკეთებ ამას და მეტი საშუალება არ არის, ტყუილია, ის რომ ორ დღეში მოგვარდეს ეს პრობლემა, პროექტი უნდა დამუშავდეს და სხვა გზით დაიწყოს ამ პრობლემის გადაჭრის საკითხი, მე პირნათელი ვარ თქვენთან, ხომ გამოგიგზავნეთ  ცისტერნით წყალი?"_ მიმართავდა დეპუტატი მოსახლეობას, რომლები ხმამაღალი ტონით პასუხობდნენ:

"ტყუილია, რასაც ამბობთ. ასე გვპირდებით ამდენი ხანია, თქვენ გაქვთ ეტყობა წყალი, ან მანქანებით ეზიდებით, ჩვენ არ გვყავს მანქანა, რა შეთანხმებაზეა საუბარი,  სად აასრულეთ ის დაპირება, რაზეც იმ დღეს შევთანხმდით? მოვიდა წყალი? მოგვატყუეთ, გაგვაჩერეთ, ან როგორ დავიჯეროთ, ის რომ კოკისპირულმა წვიმამ არაფერი არ შეცვალა, აქამდე ხომ გაიძახდით სათავეზე დაშრაო, ხომ გვპირდებოდით წინა საარჩევნოდ პირველ რიგში წყლის პრობლემას მოგვიგვარებთო, სად არის მოგვარებული? ხომაა თქვენი ანასეული?"

ლავრენტი ბიგვავა: : -"ჩემია ანასეული? ხმას დაუწიეთ ცოტა,  მოვედი თქვენთან შესახვედრად და გადამიარო – გადმომიარო ამის უფლება თქვენ არ გაქვთ, კი დაგვპირდით საარჩევნოდ, მაგრამ მე უკვე ჩემი მაქსიმალური გაკეთებული მაქვს".

ნანა  სალუქვაძე: – "რა გააკეთე ბატონო ლავრენტი?"

ლავრენტი ბიგვავა:  "რა გავაკეთე და შენი სახლი რომ იხურება ჩემი დამსახურებაა".

ნანა სალუქვაძე:  "არ გვეკუთნოდა და ისე აკეთებთ? 10 წელია განცხადებას ვწერ".

ლავრენტი ბიგვავა : "მერე რა,  ჩემს პერიოდში გადაწყდა შენი სახლის გადახურვის საკითხი.  ვერ შეგაგნებინეთ,  შეუძლებელს გვთხოვთ ახლა, მთელი რაიონი წყლის დეფიციტს განიცდის და შეუძლებელია ზუსტად ამ პრობლემის გადაჭრა.  ახლა წავიყვან ჟურნალისტს ჩემთან სახლში და ვანახებ მაქვს თუ არა წყალი, რას ვამბობ ტყუილს?  ის წყალი მაინც ხომ გამოგიგზავნეთ, რომ  ტუალეტი ჩაგერეცხათ უნიტაზში მაინც ხომ ჩაასხამთ იმ წყალს, რაც გამოგიგზავნეთ",_ ამბობდა დეპუტატი და მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა მისი უფლებამოსილების ფარგლებში რა დახმარება გაუწია აქ მცხოვრებლებს აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად:

"მე მივმართე ეკონომიკის სამინისტროს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ პასუხი მივიღე ასეთი, რომ ამ წუთს ჩვენ არ გვაქვს მოწესრიგების საშუალება და წაიღეთ თქვენ, წამოვიღებთ და  მოვაგვარებთ,  ოღონდ დრო სჭირდება, არაა წყალი და მე საიდან მოვიტანო? "_ აღნიშნულმა პასუხმა ანასეულის მოსახლეობა კვლავ გააღიზიანა:

ელისო ფაშტიანი: " ჩაიწერეთ ძალიან გვთხოვთ, არ გვჭირდება არც დეპუტატი და არც ადგილობრივი ხელისუფლება, დადგეს ასევე ნუგზარ ხელაძის პასუხისმგებლობის საკითხი, მოგვაშორეთ ეს კაცი".

ლავრენტი ბიგვავა:  "მე რაც მეხება აბსოლუტურად ყველაფერი ზედმიწევნით მაქვს გაკეთებული, ვტრაბახობ ზუსტად, იმიტომ რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირად დაგეხმარეთ და დავაყენე საკითხი, დოკუმენტალურად დაგიდასტურებთ, რომ ყველა დონეზე გავწიე შუამდგომლობა და ვიბრძვი,  რომ ეს პრობლემა გადაწყდეს, მაგრამ არის გლობალური და ასე ადვილად არ გაწყდება არჩევნებზე თუ მომეხმარეთ რა არ დაეტყო ანასეულს ჩემი დეპუტატობა? თქვენ ზოგიერთი დეპუტატის არსებობაც კი არ იცოდით აქამდე"_ მიმართა მოსახლეობას საკრებულოს წევრმა.

საბოლოოდ მოსახლეობასა და დეპუტატს შორის ხმამაღალი საუბარი შეთანხმების გარეშე დასრულდა. მათ პასუხი კვლავ არ აქვთ ექნებათ თუ არა წყალი.

როდის მიეწოდება ანასეულის მოსახლეობას წყალი  გრაფიკით და როგორ აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ამბობს, რომ სოფელ ლიხაურში  საყვავილე მეურნეობის  ტერიტორიაზე არის დაზიანებული მილი, რომელიც ხვალისთვის აუცილებლად გაკეთდება და მათ გრაფიკით, ჩვეულ რეჟიმში მიეწოდებათ წყალი.

რაც შეეხება, კონკრეტულად საბოლოოდ აღნიშნული პრობლემის გადაჭრას, კობალაძის განცხადებით, ახალი პროექტი შედგენილია, რომელიც მუშავდება, იძებნება ალტერნატიული გზები  და ანასეულის მოსახლეობას ძალიან მალე ექნება წყალი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საქართველო, რუსეთის რეზერვაციის მიუხედავად, ნატო-ში შესვლას ესწრაფვის- BGN NEWS

როდის ჩატარდება შუალედური არჩევნები

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6.01.2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6.01.2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6.01.2026
საზოგადოება

ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევის დროს ქალი აივნიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

12:52; 6.01.2026
ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „დიდთოვლობა“

11:37; 6.01.2026
ზაფრანი

ახალ წელს – “ახალი” მასწავლებელი!

11:33; 6.01.2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6.01.2026
სამართალი

“სუპერმარკეტის თანამშრომელს თანხა მოსთხოვა”- დაკავებულია ერთი პირი

11:20; 6.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

10:10; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო