27 აგვისტოს საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სს "თელასის" მიერ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით წარმოდგენილი სატარიფო განაცხადით გათვალისწინებული 2015-2016 წლების საინვესტიციო გეგმის შეთანხმების შესახებ იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.
კომისიამ დაასრულა საჯარო მოსმენები სს "თელასის" ტარიფში შემავალ კომპონენტებთან – ქსელში ნორმატიულ დანაკარგებთან, კაპიტალურ და საოპერაციო დანახარჯებთან, ელექტროენერგიის შესასყიდ ფასთან დაკავშირებით. კომისიის ვებ გვერდზე www.gnerc.orgგანთავსებულია როგორც კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასევე კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების პროექტებიტარიფში შემავალ კომპონენტებზე.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა კომისიაში წარადგინოს მოსაზრებები და წინადადებები 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.