თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.
"გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის და გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 16:010 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალისა და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარშენის, ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, დავითაშვილის, გუმათის და მნათობის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღოღობერიძის, დადიანის, ღრმაღელის, კნოლევის, დაისის, ქართლის, ქსოვრელის და გვაზაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, სერგო წულაძის და თეთრიწყაროს ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", _ აღნიშნულია განცხადებაში.