ამერიკაში, ვირჯინიის შტატში პირდაპირი ეთერის დროს მომხდარი გასროლის შედეგად 2 ამერიკელი ჟურნალისტი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ჟურნალისტების სიკვდილს მათი დამსაქმებლებიც ადასტურებენ.
როგორც ცნობილია, ტელევიზია WDBJ7-ის ტელერეპორტიორი 24 წლის ალისონ პარკერი და 27 წლის ადამ უორდი დაიღუპნენ.
მაუწყებლის ცნობით, პირდაპირი ეთერის დროს ყვირილი ისმოდა.
პოლიციის თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.