მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი ჩოხატაურში სკოტ მეთიუ ლოლესი ამ წუთებში "ივლიტას ბიბლიოთეკაში" საკუთარი პიროვნების და საქმიანობის პრეზენტაციას ახდენს.
ლოლესი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობს მოხალისედ.
_სკოტი ეცნობა ჩვენს კულტურას, წეს-ჩვეულებებს, გვიზიარებს მის გამოცდილებას და გვეხმარება პროექტების მომზადებასა და მართვის სისტემის მომზადებაში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.
პრეზენტაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, აპარატის, არასაწარმო არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.



























































