https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არაკომერციული იურიდიული პირების საკონკურსო სამზადისი

12:08; 27.08.2015
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში", რომელსაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი აქვს, სამომავლოდ 22 საშტატო ერთეულით ნაკლები თანამშრომელი ეყოლება, დარჩენილ თანამდებობებზე კი თანამშრომლების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება.

ოფიციალური ინფორმაციით, შტატების ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება უშუალოდ გაერთიანების ხელმძღვანელობამ მიიღო და ადგილობრივ "ზედა ეშელონებთან" შიგადაშიგ კონსულტაციას გადის.

კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ გაურკვეველია, თუმცა, სექტემბრის ბოლომდე უნდა მოესწროს. საკონკურსო კომისია უკვე დაკომპლექტებულია _ გია იმნაიშვილის (გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი), თამარ ფირცხალაიშვილის (გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი), შოთა ჩაგუნავას (გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი), გია ნაჭყებიას (გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსი) და საკრებულოს წევრ ელისო ჭიჭინაძის შემადგენლობით.

კონკურსის ჩასატარებლად აუცილებელია გარკვეული წინაპირობები. თუნდაც, ორგანიზაცია, რომელსაც სურს შეარჩიოს თანამშრომლები ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, შემუშავებული უნდა ჰქონდეს საკონკურსო პირობები, განსაზღვრული უნდა იყოს საკვალიფიკაციო მონაცემები, კომისიას უნდა ჰქონდეს დებულება და რაც მთავარია, უნდა არსებობდეს ვაკანტური თანამდებობები.

გაერთიანების ხელმძღვანელი და, ამავდროულად, კომისიის წევრი გია იმნაიშვილი, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა, ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომისია მუშა პროცესშია და საკონკურსო პირობებზე ხდება შეჯერება: "ჩვენთვის მთავარი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება კონკურსანტის კვალიფიკაციას. პოლიტიკური შეხედულებებით არც პირველი რეორგანიზაციისას გაგვიშვია ვინმე და არც ახლა მოხდება მსგავსი რამ", _ თქვა იმნაიშვილმა.

ოპოზიციის ნაწილში ეჭვს არ ბადებს კომისიის წევრთა კომპეტენტურობა იმ დარგში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, მაგრამ კულტურა სხვა სფეროა და იმნაიშვილის გარდა, ამ კუთხით გამოცდილება არც ერთ მათგანს არ აქვსო, _ ამბობენ ისინი.

სამომავლოდ დაგეგმილ ამ კონკურსს "კონკურსი-კონკურსისთვის" უწოდეს და შედარებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მაგალითები მოიყვანეს. ისინი ინტერესდებიან, რატომ გახდა ერთი რეორგანიზაციის შემდეგ რამდენიმე თვეში ხელახალი საკადრო ცვლილებების გატარება აუცილებელი და ვინ არის პასუხისმგებელი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

ნონა მურვანიძე, რომელიც ლანჩხუთის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ, თავის დროზე, როცა გამგებელი საკრებულოში რეორგანიზაციაზე თანხმობის მიცემის მოთხოვნით შევიდა, მან მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას: "ფაქტი იყო, რომ საკითხი, რომელიც მაშინ გამგეობამ შემოიტანა საკრებულოში, ეკონომიკური თვალსაზრისით, არ იყო შესწავლილი და არც რეალურ გათვლებს ეყრდნობოდა. გამგებლის მტკიცებით, ცვლილების გახორციელების შემთხვევაში, მივიღებდით უფრო მოქნილ, ერთ მართვის სისტემაში მოქცეულ სტრუქტურას, რაც, უპირველესად, გამოიწვევდა ბიუჯეტის დაზოგვას, თუმცა, ხელახალი სტრუქტურული ცვლილებების გახორციელებით, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ძალაუნებურად აღიარა, რომ ძველი რეორგანიზაცია არ იყო შედეგის მომცემი და მხოლოდ არასასურველი კადრების სახლში გაშვებას ემსახურებოდა.

პირადადმე, არ ვფლობ ინფორმაციას, თუ ვინ არიან კომისიის წევრები, მაგრამ ერთია, რომ მათი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ სიმპათიებზე. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩემი ვარაუდები გამაჩნია, თუმცა, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, ვამჯობინებ, დაველოდო რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია.

ჩემი აზრით, კულტურის სფეროს, ბიუჯეტის თვალსაზრისით, ნამდვილად მეტი ეკუთვნის. ეს ის ხალხია, ვინაც პროდუქტს ქმნის და მათი ანაზღაურება არ უნდა იყოს სასაცილოდ მიზერული", _ თქვა მურვანიძემ.

რეორგანიზაციას ეჭვით უყურებენ საკრებულოს ფრაქცია "ლანჩხუთი _ ევროატლანტიკური მომავლისათვის" წევრები, რომლებმაც ამ საკითხს პირველივე ფრაქციის სხდომაზე ძირითადი დროც კი დაუთმეს: "როცა გატარდა რეორგანიზაცია და სხვადასხვა სუბიექტები მოექცნენ ერთი ქოლგის ქვეშ, მაშინ იყო განმარტება, რომ ეს ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, იქნებოდა ეკონომიკურად მომგებიანი. მოხდა პირიქით _ 110 ათასი ლარით გაძვირდა "პროდუქტი". საბოლოოდ, მივიღეთ "აჯაფსანდალი" და ახლა გვაინტერესებს _ კარგად მივირთვით ეს "აჯაფსანდალი" თუ ცუდად, ხელახალი ცვლილებები რომ იგეგმება?!

როცა ეს სამსახური საკრებულოში ბიუჯეტის მატების მოთხოვნით შემოვიდა, მაშინ თუ იყო დაგეგმილი შტატების შემცირება?! რეალობიდან გამომდინარე, ფაქტია, პირველი რეორგანიზაცია იყო ნაჩქარევი, რომელმაც გამოიწვია ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა. ამის ფონზე, გაერთიანების ხელმძღვანელობამაც სავსებით მართებულად მოითხოვა ბიუჯეტის გაზრდა, საკრებულომ კი არ მისცა თანხმობა და შედეგად გადაწყდა ამ ცვლილებების გატარება. ფაქტია ისიც, რომ გაერთიანების ხელმძღვანელს სკამი და ადგილი არ ყოფნის თანამშრომელთათვის. თუკი გახორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ გაორებული შტატები მივიღეთ, არამიზნობრივად გაიხარჯა ბიუჯეტის თანხები, ვინ უნდა აგოს პასუხი ამაზე _ იმნაიშვილმა თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ?!" _ კითხულობენ "ლანჩხუთი _ ევროატლანტიკური მომავლისთვის" ფრაქციის წევრები.

გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თამარ ფირცხალაიშვილის თქმით, როცა გამგებელმა მიიღო თანხმობა რეორგანიზაციის გატარებაზე, მაშინ მოხდა რამდენიმე ა(ა)იპ-ის გაერთიანება კულტურის სფეროში: "ამ რეორგანიზაციას, ფაქტობრივად, შედეგად არ მოჰყოლია შტატების შემცირება. ამიტომაც კულტურის გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება, შემდგარიყო მუშა ჯგუფი და კულტურაში ორგანიზაციული ცვლილებები მოეხდინა. სწორედ, ამ მუშაჯგუფის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდება ახალი სტრუქტურა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე კულტურის გაერთიანებაში არ იგეგმება რეორგანიზაცია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შიდა ორგანიზაციული ცვლილებები", _ ამბობს ფირცხალაიშვილი.

ჩავლილ თუ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საკუთარ წილ პასუხისმგებლობას არ გაურბის გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია იმნაიშვილი: "ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ. კადრების შერჩევისას პირადად ვიღებდი გადაწყვეტილებას. შიგადაშიგ ანგარიშს ვაბარებდი გამგებელს, ზაზა ურუშაძეს. ყველასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, სხვათაშორის, სამსახურიდან ჩემი სიძეც გავუშვი. ყველაფერზე ჩემი ხელწერაა. ჩვენ არავის სახლში გაშვებას არ ვაპირებთ ხელაღებით. მართალია, 22 შტატი გაუქმდა, მაგრამ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში".

იმნაიშვილი ამბობს, რომ მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ არც გაკეთებულის არდანახვა ვარგა: "ის თანხა, რომლის დამატებაც მოვითხოვეთ, მხოლოდ სახელფასო ფონდის შესავსებად არ გვჭირდებოდა. ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც, თუნდაც მხარეთმცოდნეობისა და ეგ. ნინოშვილის მუზეუმებში, თავად კულტურის ცენტრში, სოფლებში ბიბლიოთეკებია მოსაწესრიგებელია.

ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა და ამასაც უნდა გავუსვათ ხაზი, მხოლოდ ცუდზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს. 2010 წელში, სამსახურში რომ მოვედი, "მკვდარი სულები" დამხვდა. დღეს კი ვერ ნახავთ თანამშრომელს, ხელფასს იღებდეს და სამსახურში არ დადიოდეს. ეს ხალხი, ვინც კომისიაშია შესული, ყველანაირად გვერდში მიდგას", _ თქვა იმნაიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი სიახლე სხვა ა(ა)იპ-ებშიც იგეგმება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16 სექტემბერი, 2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16 სექტემბერი, 2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16 სექტემბერი, 2026

ჯერ ქუჩა, მერე ჩიხი და შესახვევი

იქნება თუ არა მეორადი ჩარიცხვა

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო