საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი უცვლელია – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნატოს გენერალურ მდივნთან იანს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ოფიციალურ სადილზე კიდევ ერთხელ აღინიშნა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნატოს დელეგაციას უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივან იანს სტოლტენბერგთან ერთად კრწანისის სასწავლო ბაზის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას ესწრება.