1992 წლიდან დღემდე წყლების დათბობისა და ყინულის დნობის გამო ზღვის დონემ მსოფლიოში რვა სანტიმეტრით გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია ნასა-ს ვებ-გვერდზე ვრცელდება.
"ზღვის დონის აწევა კლიმატის ცვლილებებზე მიანიშნებს და ზღვის სიღრმის ცვლილება ჩვენს ერზე, ეკონომიკაზე და მთელ კაცობრიობაზე აისახება."_ განაცხადა ნასა-ს სამეცნიერო სამმართველოს დირექტორმა, მაიკლ ფეილიჩმა.
მისივე თქმით, ნასა ამ ცვლილებების მიზეზების დადგენას ცდილობს.
"სხვადასხვა თანამგზავრებისა და სენსორული დანადგარების მეშვეობით ოკეანეების თავზე ნასა არამხოლოდ მის სიმაღლეს, არამედ მისი სიღრმის ცვლილებების გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს." _ განაცხადა ფეილიჩმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის დონის აწევას სამი ფაქტორი განაპირობებს: ზღვის გათბობა, ანტარქტიდასა და გრენლანდიაზე ყინულების დნობა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყინულების დნობა.
ნასა-ს მეცნიერების ცნობით, ზღვის დონე იმაზე სწრაფად იმატებს ვიდრე 50 წლის წინათ, რამაც მოსალოდნელია უარეს შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ორგანიზაცია გაერთიანებული ერების მთავრობათშორის პანელმა 2013 წელს კლიმატის ცვლილება იწინასწარმეტყველა, რომლის მიხედვითაც ზღვის დონე საუკუნის ბოლოსთვის 1 მეტრამდე აიწევდა. მათ მიერ წარმოებული გამოკვლევა შესაძლებელია ნასა-ს შექმნილი ვითარების უკეთ გაანალიზებაში დაეხმაროს.
ფეილიჩის თქმითვე, მაიამის სანაპიროზე პატარა მოქცევამაც კი შესაძლებელია ქალაქის სანაპიროსთან ახლომდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვიოს, რაც ადრე არ ხდებოდა.
"ყინულის უკან დახევას საუკუნეები დასჭირდება."_ განაცხადა მან.