ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, გ. ეპისკოპოსის და ი.პეტრიწის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე შპს "სასტუმრო გურია" ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ 19 აგვისტოს, ფერიცვალობას იყიდა.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირობებიანი აუქციონი არასაცხოვრებელი ფართის გასხვისებასთან დაკავშირებით გამოცხადდა 2015 წლის 20 ივლისს. ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება იყო 101 112 ლარი. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა". შესაბამისად, აუქციონში აღნიშნულმა შპს-მ გაიმარჯვა. კომპანიამ შენობაში 111 223 ლარი და 20 თეთრი გადაიხადა.