რუსეთში 1.5 ტონა იმპორტირებული საკვები დაწვეს, რომელიც ბე-ემ-ვეს ავტომრბოლელი გუნდისთვის იყო განკუთვნილი. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბე-ემ-ვეს ავტომრბოლელი გუნდი მოსკოვში გერმანიის მიერ დაფუძნებულ წრიულ ავტორბოლაში მონაწილეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა 800 კილო საკვები იმ ავტომობილში აღმოაჩინეს, რომლითაც რბოლისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაჰქონდათ.
მათ საკვები უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაწესებული საპასუხო სანქციების გამო მოსკოვის ახლომდებარე ფსკოვის რაიონში გაანადგურეს.
როგორც ცნობილია, მოსკოვში საკვების გამანადგურებელი პროგრამა აგვისტოს თვის დასაწყისში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღე იზრდება.