"ქალები, რომლებიც მამაკაცთა ყურადღების მიქცევას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების საშუალებით ცდილობენ, ტყუილად კარგავენ დროს, ძალასა და ფულს" – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ნორტუმბრიის უნივერსიტეტის მკვლევრები.
მათ შეისწავლეს მამაკაცთა რეაქცია ქალებზე, რომლებიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ატარებენ და იმ ქალებზე, რომლებიც უპირატესობას დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს ანიჭებენ. გაირკვა, რომ მამაკაცები სულაც ვერ ამჩნევენ, როგორი ფეხსაცმელი აცვია ქალს, მათ უფრო მისი სხეული და მოძრაობის პლასტიკა აინტერესებთ.
ამ კვლევების ხელმძღვანელები, ევოლუციური ფსიქოლოგიის პროფესორი ნიკ ნივი და დოქტორი კრისტოფერ მაკარტი, აღნიშნავენ: შეხედულება, თითქოს მაღალი ქუსლები სექსუალური მიმზიდველობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია – განპირობებულია იმით, რომ ფეხსაცმლის ქუსლები ცვლის ფიგურას, ტანის დახრილობას. ფეხები უფრო გრძელი, ხოლო დუნდულები გაცილებით მაღლა ჩანს. ეს აძლევს სიგნალს პოტენციურ პარტნიორს მომავალი მეწყვილის რეპროდუქციულ ხარისხზე მისი ჯანმრთელობის, ენერგიულობისა და მზაობის თვალსაზრისით. მაგრამ, ქალის მოძრაობის ზოგიერთი განსაკუთრებულობანი საშუალებას აძლევს მას, მიაღწიოს მსგავს ეფექტს ქუსლების გარეშეც.
დოქტორი ნივი ურჩევს ქალებს, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში ფულის ხარჯვის და მათზე დიდხანს დგომით ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ნაცვლად, ყურადღება მიაქციონ და გააუმჯობესონ ის, რაც მათ ბუნებამ მისცა – ისწავლონ მოძრაობა და დახვეწონ მიხრა-მოხრა.