გენეალოგიის საკითხებში ცნობილი სპეციალისტის, უილიამ ადამს რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას წინაპრები, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დასახლებული ერთ-ერთი პირველი რეგისტრირებული მოსახლეები, ედვარდ ფიცრანდოლფი (1607-1684) და მართა ელტონჰედი (1628-1689) იყვნენ, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე გადასახლებული დიდი ბრიტანელი მეფეების: ვილჰელმ (ლომი) პირველი შოტლანდიელისა (ფიცრანდოლფის მხრიდან) და ედუარდ პირველი ინგლისელის (ელტონჰედის) შთამომავლები გახლდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვილჰელმი და ედუარდი რიურიკოვიჩების სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლის, რუსეთის მეფის, იაროსლავ ბრძენის ქალიშვილების შთამომავლები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ობამა შესაძლოა, რუსეთის სამეფო ოჯახის შორეული შთამომავალი იყოს.
ასევე, რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას შესაძლო წინაპარია ბრეტონელი ჰერცოგი – ედ პირველი, რომელიც მეფეების – კარლ დიდისა და ალფრედ დიდის შთამომავალია.
გარდა ამისა, ახალი ინგლისის ისტორიული გენეალოგიის საბჭოს პროფესორი კრისტოფერ ჩაილდსი სამი წლის განმავლობაში იკვლევდა ობამას გენეალოგიას და გამოკვლებებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ბარაკ ობამა და ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი შორეული ნათესავები არიან: ბარაკის კანზასელი დედა და ბრედ პიტის მამა ნათესავები იყვნენ მეცხრე თაობაში.