https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, საზოგადოებამ, მედიამ და არასამთავრობო სექტორმა გენდერული ძალადობის დასაძლევად

12:08; 2.08.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

2015 წლის 27 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა: "2014 წელთან შედარებით, წელს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა თითქმის გააორმაგა. შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი გაახუთმაგა. მოძალადეთა დევნის მაჩვენებელი 16%-ით გააუმჯობესა და 89%-ს შეადგენს ამ მომენტისთვის."

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ივნისში სამართალდამცავებმა 243 ოჯახური ძალადობის ფაქტი დააფიქსირეს, საიდანაც 136 საქმე გაიხსნა. 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში 566 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 409 საქმეა გახსნილი. მონაცემები საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებას მოიცავს.

შევეცადეთ, გაგვერკვია რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიამ გენდერული ძალადობის დასაძლევად. 

საზოგადოების წევრის, ლალი შენგელიას თქმით, გენდერული ძალადობის ფაქტებზე საზოგადოებამ არ უნდა გამოავლინოს გულგრილობა. მიიღოს მონაწილეობა პრევენციულ ღონისძიებებში; მხარი დაუჭიროს და იყოს ტოლერანტული მსხვერპლის მიმართ.

"2006 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების  შესახებ". შეიქმნა მოქმედების გარკვეული სტრატეგიები. 2015 წელი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ქალთა წლად გამოცხადდა, მაგრამ რეალურად ძალადობის მსხვერპლი პრობლემასთან მარტოა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? პირველ რიგში, დახვეწოს კანონმდებლობა… სერიოზული შემაფერხებელი გარემოებაა ის, რომ არ არსებობს სახელმწიფო დაფინანსება და შესაბამისი პროგრამები. საკმარისად არ არის თავშესაფრები და სარეაბილიტაციო ცენტრები, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები (განსაკუთრებით საჭიროა ფსიქოლოგის ინსტიტუტის გაძლიერება სკოლებში). 

ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად  უნდა ჩაერთოს ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარების საქმეში. ამ მიზნით ბიუჯეტში გამოიყოს თანხები. მაგალითად, დროებით დაიქირაოს ბინა, რათა მსხვერპლი იზოლირებულ იქნას მოძალადისგან, ახალგაზრდებისთვის ჩაატაროს საინფორმაციო ციკლი ძალადობის თემაზე, ან გახსნას ქალთა სარეაბილიტაციო ცენტრი.

აქტიურად ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან – გამოიყენოს მისი სერვისები (მაგ. იურისტისა და ფსიქოლოგის მომსახურება, ქალთა განათლება და ინფორმირება).

მეტი იმუშაოს საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლაზე და ამაში აქტიურად  ჩართოს მედია.

ძალადობა უმძიმესი პრობლემაა, საზოგადოება და სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ძალადობის მსხვერპლი, გამონახოს რესურსები პრევენციისა და მსხვერპლის დახმარების პროგრამებისათვის", _ ამბობს ლალი შენგელია.

ჟურნალისტი, ია ანთაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მედიას შეუცვლელი როლი აქვს იმ თემების გააქტიურებაში, რომლებსაც შეუძლია, საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოს, იქნება ეს ძალადობა, გენდერული თანასწორობა თუ სხვა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩეს ოჯახური ძალადობის შემთხვევები, რადგან საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი, ტრადიციული ცნობიერების მიდგომებიდან გამომდინარე, მალავს ოჯახურ ძალადობას. ხოლო როდესაც საზოგადოება სრულად არ არის ინფორმირებული პრობლემის მასშტაბის შესახებ, მასზე შესაბამისი რეაგირებაც შეუძლებელი ხდება. ამიტომ, პრობლემის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, საზოგადოებრივი აზრის შექმნა, შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება საკითხის გადაჭრა და მათი საქმიანობის მონიტორინგი – მთლიანად მედიის პასუხისმგებლობაა. და კიდევ ერთი საკითხი: ასეთ რთულ და ფაქიზ თემასთან დაკავშირებით – როგორიც გენდერული ძალადობაა – აუცილებელია, ჟურნალისტის და რედაქციის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ეთიკის და სტანდარტის დაცვას", _ ამბობს ანთაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის "გადარჩენილები მომავლისათვის" თავმჯდომარე, მაია თავაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ძალადობა, განსაკუთრებით ქალთა წინააღმდეგ. მკვეთრად გაიზარდა, როგორც ქალთა ფსიქოლოგიური აშლილობების რიცხვმა, ასევე სუიციდის მცდელობებისა  და თავად სუიციდის ფაქტებმა, განსაკუთრებით მოზარდ გოგონებში. ძალადობა იღებს ჯაჭვურ მახასიათებელს, რაც საბოლოოდ, საზოგადოებაში ძლიერი დაძაბული ურთიერთობებითა და დეპრესიული ფონით გამოიხატება. განსაკუთრებულ საშიშ მოვლენას წარმოადგენს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობის ფარული ფორმები. მიუხედავად, არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯებისა,  განსაკუთრებით იმატა ძალადობამ ოჯახში ქალთა მიმართ.

 მისივე თქმით, ჯერ კიდევ დაბალია მასიური სამართლებრივი კულტურა და განათლება იმისა, რომ ძალადობა ქალთა მიმართ, ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, გაეროს ადამიანური განვითარების ანგარიშის 2011 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო 187 ქვეყანას შორის 75-ე ადგილზეა. პრობლემის მასშტაბებმა და მისი გავლენის სერიოზულობამ ქვეყნის განვითარებაზე, დემოკრატიული და არაძალოდობრივი სახელმწიფოს შექმნაზე, დღის წესრიგში დააყენა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და განათლება გენდერულ საკითხებში. გენდერული პოლიტიკის აქტუალიზაცია უნდა შეეხოს საზოგადოების ყველა ფენას, თითოეულ მოქალაქეს. სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ჩვენი, არასამთავრობო სექტორის, უშუალო მოვალეობაა ხელი შევუწყოთ ქალების შესაძლებლობების სრულ განვითარებას და მათ  თანაბარ თანამონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

_ორგანიზაცია "გადარჩენილები მომავლისთვის" (ყოფილი "სოციალურ მუშაკთა და ძალადობის მსხვერპლ ქალთა კავშირი") დაფუძნდა 2008 წელს. ორგანიზაციის დაფუძნებას წინ უძღოდა დამფუძნებელთა მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობა და დაგროვილი გამოცდილება ძალადობის დაძლევის მიზნით. გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის სფეროში არსებულ პრობლემათა ერთობლიობამ პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს და პრობლემა გათავისებულ ყოფილ ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს (გადარჩენილებს) გადაგვაწყვეტინა ჭეშმარიტად ქმედითი ორგანიზაციის შექმნა. კავშირის დამფუძნებლები და წევრები არიან პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები (რომლებიც ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლებთან მუშაობდნენ წლების განმავლობაში, მათ შორის, საქართველოში პირველი ოჯახური ძალადობის თავშესაფრის ხელმძღვანელი, სოციალური მუშაკი), ასევე, გადარჩენილები, რომლებიც ცხოვრობდნენ თავშესაფრებში, გაიარეს კრიზისულ ცენტრებში სარეაბილიტაციო პროგრამები. ამ ადამიანებმა ნათლად დაინახეს და თავისთავზე გამოსცადეს რეალურად წარმოშობილი ის საჭიროებები, რომლებიც პროექტების მიხედვით არ იყო გათვალისწინებული. ამიტომ დამფუძნებლებმა, საკუთარი გამოცდილების განზოგადების საფუძველზე, ყველა საჭიროების გათვალისწინებით, პრიორიტეტად დაისახეს, სახელმწიფო სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად, გადარჩენილთა აქტიური ჩართვა და თანამშრომლობა ძალადობის დაძლევის საქმეში, რათა რეალურად მოხდეს ძალადობის მსხვერპლთა სოციალიზაცია და რეინტეგრაცია.

ეკონომიკურად დაბალ საფეხურზე მყოფი ქალები ჯერ საკუთარი მატერიალური თუ ყოფითი სოციუმის მოგვარებას ლამობენ, რაც მათი შესაძლებლობების, სურვილებისა და მოთხოვნილებების უგულებელყოფას იწვევს. ამიტომ ისინი პასიურები და დისკრიმინირებულები არიან. საუბრებში ქალების აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს  ამას და დიდი სურვილი აქვს, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. ისინი ეძებენ დასაყრდენს, ეძებენ გამოსავალს, რაც მათ რეალურ პოტენციალზე მიანიშნებს. სწორი პოლიტიკის წარმოება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ქალებს მისცემს რეალური თვითდამკვიდრების, თვითრეალიზების საშუალებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს  იმ შესაძლებლობით ცხოვრებას, რომელიც ქალებს მძიმე სოციალურმა პირობებმა  დროებით დაუქვეითა და მიაძინა.   

გავხსენით კრიზისული ცენტრი, სადაც ბენეფიციარებს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებსა ვთავაზობთ პროფესიულ დახმარებას გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვისა და კრიზისის დაძლევაში.  პროექტის ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში, უკვე 11 ბენეფიციარმა მიიღო პროფესიული დახმარება. ვფიქრობ, ეს არც ისე მცირე რიცხვია, მითუმეტეს, მაშინ, როცა გურიაში გაცხარებული ე.წ. "თხილის სეზონია"… (სამმა ბენეფიციარმა, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, ცენტრში მოსასვლელად, გაგვიცხადა, რომ თუ ახლა არ იმუშავებდა, შვილებს სკოლაში ვერ გაუშვებდა…).

ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი სამსახურების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და მიზანი უნდა გახდეს, ქალთა ინფორმატიულობის გაზრდა გენდერული თანასწორობის კუთხით, და რაც მთავარია, უნდა განხორციელდეს ერთობლივი რეალური, პრაქტიკული პროექტები, რომლებიც ქალთა უფლებების გაძლიერებასა და დაცვას მოემსახურებიან. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ის პოზიცია, რომ მაშინ, როცა ქალთა მიმართ დისკრიმინაციაა, ეს უკვე დანაშაულია და დისკრიმინაციიდან ძალადობამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. ძლიერი და განათლებული ქალი ადვილად იპოვის საკუთარი სტატუსს ოჯახსა თუ საზოგადოებაში. ძლიერი ქალი კი, ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობაა!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, ნია მექვაბიშვილი ჩვენთან საუბრისას შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"დღესდღეობით  საქართველოში ძალიან გახშირებულია ოჯახური ძალადობა, სამწუხაროდ ეს ხშირ შემთხვევაში  ფარულად მიმდინარეობს და  სახელმწიფოს არ შესწევს ძალა მოახდინოს მკვეთრი რეაგირება. მაგრამ  როდესაც  არსებობს  მსხვერპლისა თუ თვითმხილველის მხრიდან გასაჯაროება თემის და მიმართვა შესაბამისი სტრუქტურებისათვის, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ატარებს შესაბამის ღონისძიებებს.. კერძოდ: შსს სამინისტროს მასშტაბით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი  და საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოდის  შემაკავებელი ორდერი.

შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა   ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით 1752 და სისხლს კოდექსის მუხლით 3811.

ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა: მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო; შემაკავებელი ორდერი; დამცავი ორდერი.

გენდერული ძალადობა არ მოიცავს  მხოლოდ ოჯახურ ან ფიზიკურ ძალადობას. მასში მოიაზრება  ფსიქოლოგიური ასევე ეკონომიური ძალადობაც. საქართველოში ყველა სახის ძალადობა არის დასჯადი. აქვე წარმოგიდგენთ სისხლის სამართლის კოდექსის  შესაბამის მუხლებს. სისხლის სამართლის კოდექსის   დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ.  მუხლი 117.მუხლი 125.  მუხლი 12;  დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მუხლი 137. მუხლი 139.მუხლი140; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. მუხლი 141. მუხლი 142/1მუხლი 142/2მუხლი 143/1მუხლი143/3 მუხლი144. მუხლი 144/1. მუხლი 144/2 მუხლი150. მუხლი153. მუხლი154. მუხლი156. მუხლი181," _ გვითხრა ნია მექვაბიშვილმა.

თბილისში იუსტიციის სახლში უკვე შედგა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა.

"განვაგრძობთ საჯარო კონსულტაციებს ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით იმისათვის, რომ ამ სფეროში რეფორმის გატარება უკვე სექტემბერში შევძლოთ უნდა მოხდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია, რომელსაც საქართველომ ხელი შარშან მოაწერა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ახლა რატიფიკაციის დროა. რეფორმის შედეგად ცვლილება 20-მდე კანონში შევა  და მთავარი მიზანი  დამნაშავის დასჯა იქნება. ასევე ყურადღება გამახვილდება მსხვერპლის დაცვაზე, მათთვის გარანტიების მიცემაზე და რაც მთავარია, პრევენციაზე. ჩვენ გვინდა, პოლიცია უფრო მეტად გაძლიერდეს და შემაკავებელი ორდერი არ საჭიროებდეს მოსამართლის ჩარევას. რადგან, მოსამართლის ლოდინში დრო გადის, რაც არ უნდა პროფესიონალი და მოწადინებული იყოს სასამართლო. ამიტომ პოლიციას რეალური ბერკეტი უნდა შევძინოთ იმისათვის, რომ მსხვერპლი, ქალია იგი თუ კაცი, დაცული იყოს", _ აღნიშნა შეხვედრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ასევე კანონმდებლობაში ახალი ცნებების შემოღების შესახებაც ისაუბრა.

"შემოდის ისეთი ცნებები, როგორიცაა ადევნება. ზოგს ჰგონია, რომ ადევნების მსხვერპლი შეიძლება იყოს ქალი, მაგრამ ჩვენ ვიცით რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაციც გამხდარა მეორე სქესის ადამიანისგან ადევნების მსხვერპლი. როდესაც მოსვენებას არ აძლევს ერთი ადამიანი მეორეს და ფსიქოლოგიურად ძალადობს იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს", _ განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

100 000 უსახლკაროდ დარჩენილი და 47-ზე მეტი დაღუპული - სტიქია ინდოეთში

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო