თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის ვიცე-მერის პოსტზე ლაშა აბაშიძე წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა აბაშიძე ვაკის რაიონის გამგებელი იყო. ის თანამდებობაზე 2015 წლის 12 მარტს დაინიშნა, მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო.
თბილისის ვიცე-მერის პოსტი ვაკანტური გუშინ მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშნა.