“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობის“ მიერ მომზადებული” პროექტი _ “31 ოქტომბერს შენ ირჩევ!“, USAID-ისა და IFES-ის მხარდაჭერითა ხორციელდება. პროექტი საინფორმაციო ხასიათისაა და მისი მიზანია 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ამომრჩეველთა მოტივირება, რომ პანდემიის მიუხედავად, წავიდნენ არჩევნებზე, დაიცვან რეკომენდაციები და გააკეთონ საკუთარი არჩევანი.
გადაცემის სტუმრები არიან “სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ლელა ხათრიძე და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)-ის იურისტი დავით ღონღაძე. ისინი გადაცემის მსვლელობის დროს საუბრობენ იმ ცვლილებებზე, რომელიც გახორციელდა საარჩევნო კოდექსში.
ასევე, ამომრჩეველი გაიგებს, რა რეგულაციებია დადგენილი საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს ვირუსისგან თავის დასაცავად.
გადაცემას უძღვება “გურია ნიუსის“ გამომცემელი და ჟურნალისტი ია მამალაძე.