გარდა ამისა, რომ დევიდ ბექჰემის ცოლია, ვიქტორია ბექჰემი დიზაინერობს კიდეც და აგერ უკვე მეხუთე წელია, თავისი ნაწარმი თითქმის ყველა ცნობილ ჩვენებაზე "დააქვს".
ერთი თვის შემდეგ მორიგი ჩვენება მას ლონდონში ელის და მუქარის წერილებიც არ აკლია.
ბრიტანელი ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვიქტორია ბექჰემი თავის კოლექციებში ბუნებრივი ტყავის გამოყენებას არ შეწყვეტს, პირდაპირ სცენაზე აუვარდებიან და ჩვენებას საჯაროდ ჩაუშლიან.
"არ მესმის, რას მერჩიან ცხოველთა დამცველები. მე ყველა ნორმას ვიცავ, არ ვყიდულობ შავ ბაზარზე არსებულ საქონელს და ყველაფერს ოფიციალურად ვაფორმებ. ძალიან მინდა, ჩემი ნაწარმი უმაღლესი ხარისხის იყოს და ამიტომ, ნატურალური ტყავი აუცილებელია. ბოდიში, ცხოველთა დამცველებთან, მაგრამ ამ მუქარის გამო მე შიშით კანკალს არ ვაპირებ." – განაცხადა ვიქტორიამ.
საინტერესოა რომ ბრიტანელი ცხოველთა დამცველები დევიდ ბექჰემის მეუღლეს ადრეც ემუქრებოდნენ. ამ მიზეზის გამო, მოდების რამდენიმე ჩვენებაზე ქალბატონ ვიქტორიას ერთდროულად ოთხი მცველი იცავდა.