დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალის კენჭისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ ლანჩხუთის "გურიას" ბოლნისის "სიონთან" მოუწევს ორრაუნდიანი ბრძოლის გამართვა. ეს გუნდები საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველივე ტურში, ლანჩხუთში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ეს შეხვედრა ფრედ – 1:1 მორჩა.
მერვედფინალის პირველი მატჩი ლანჩხუთში 16 სექტემბერს გაიმართება, საპასუხო კი 27 – 28 სექტემბერს ბოლნისში. ამ ეტაპის სხვა წყვილები ასე გამოიყურება:
დინამო – კოლხეთი;
საპოვნელა – ჩიხურა;
სამტრედია – ლიახვი;
დილა – ზუგდიდი;
ვიტ ჯორჯია – ბათუმი;
შუქურა – ცხინვალი;
ჭიათურა – ტორპედო.