ხუთი კილოგრამი შავი ქლიავი მოვხარშოთ. წყალი ხუთი ჭიქის მეტი არ დავასხათ. როცა დაბალ ცეცხლზე რამდენჯერმე წამოდუღდება, გადმოვდგათ. რომ გაგრილდება, დავასხათ საწურზე და დავტოვოთ. ღამის განმავლობაში დაიწრიტება. მეორე დილით გავხეხოთ, მოვაშოროთ კურკები და მიღებულ მასას დავაყაროთ ხუთი კილოგრამი შაქარი. ასე დავტოვოთ ერთი დღით. დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოვურიოთ. შემდეგ ასადუღებლად დავდგათ დაბალ ცეცხლზე. 15-წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოვდგათ, ვუყოთ ასპირინი, ვანილი გემოვნებით და ცხლად მოვხუფოთ.
ასე მომზადებული ქლიავის ჟელე ძალიან გემრიელია და შესანიშნავია ნამცხვრის შიგსართად.