ე. წ. ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერ პრაქტიკასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ პეტიციაზე იმსჯელებენ დღეს ჯანდაცვის კომიტეტში.
კანონმდებლების განმარტებით, მთავრობა და პარლამენტი უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც აიკრძალება პოლიციის მხოლოდ დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე მოქალაქეების ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაყვანა, მათი შემოწმების მიზნით.
ცვლილებების აუცილებლობა ამ მხრივ არსებულმა სტატისტიკამ განაპირობა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციას თუ კი აქვს საფუძვლიანი ეჭვი, მას შეუძლია მოქალაქე გადაიყვანოს ნარკოტესტირებაზე.
„არ უნდა იყოს საკმარის მხოლოდ ეჭვი. ამასთან დაკავშირებით მთავრობა კომიტეტთან მუშაობს,“ – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.