2015 წლის 7 სექტემბერს დაიწყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მალაიზიაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დაესწრება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) რიგით 36-ე გენერალურ ასამბლეას, რომელიც ქ. კუალა ლუმპურში 8 სექტემბერს გაიხსნა და 12 სექტემბერს დასრულდება. ასამბლეის მსვლელობისას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები როგორც მალაიზიის, ასევე AIPA-ს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მალაიზიაში 13 სექტემბერს დასრულდება.