ცოტა ხნის წინ ამერიკულმა კომპანიამ "Leon Verres Luxery Group" ყველაზე ძვირად ღირებული არაყი გამოუშვა, რომლის შეძენა მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება.
ერთი ბოთლი "Le Billionaire Vodka"-ს ფასი 3,75 მილიონი ამერიკული დოლარია.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, უნიკალური ბოთლი გაფორმებულია 3 000 ცალი ბრილიანტის თვლითა და ძვირფასი ბეწვის შეფუთვით. ხუთლიტრიან ბოთლში ბრილიანტის ფილტრში გატარებული არაყი ასხია.
საინტერესოა, რომ თითოეულ ბოთლს მოჰყვება ხელთათმანების წყვილი, რომელთა საშუალებითაც უნდა დაისხას არაყი.
ამ არყის შემკვეთების უმეტესობა რუსეთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ კომპანიას.
რამდენიმე ხნით ადრე, იგივე კომპანიამ საზოგადოებას შამპანურის ბოთლი წარუდგინა, რომლის ღირებულება 2,75 მილიონი დოლარია. "Le Billionaire Champagne" 9-ლიტრიანი ბოთლია, რომელიც გაფორმებულია ძვირფასი ბრილიანტებითა და ხელოვნური ბეწვის შეფუთვით, ხოლო თავად შამპანურს თაფლის, ვანილისა და ყვავილების არომატი ანიჭებს უცხო გემოს.