სახალხო დღესასწაული "ალეგრობა – ოზურგეთობა 2015", რომელიც 15 სექტემბერს ქალაქ ოზურგეთში გაიმართება, საპატიო ოზურგეთელების დაჯილდოება უნდა გაიმართოს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, საპატიო ოზურგეთელების სავარაუდო კანდიდატები არიან: ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი, ბიბლიოთეკარი – ზინა სალუქვაძე, მსახიობი – ლეო ანთაძე, ლოტბარი – ტრისტან სიხარულიძე, მსახიობი – ამირან გოლიაძე, მომღერალი – ლევან ნინიძე, ხელოვანი – ვასილ ჩიგოგიძე .
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი მარიან ჯაფარიძე აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობს, რომ ჯერ არ შემდგარა სპეციალური კომისია, სადაც უნდა განიხილონ საპატიო ოზურგეთელების კანდიდატების ვინაობა:
"კომისია ჯერ არ შემდგარა, ვინაიდან ამას წინ უსწრებს პროცედურა საკრებულოში, სადაც უნდა შემუშავდეს და დაკანონდეს საპატიო ოზურგეთელის ტიტულის მინიჭების დებულება. ამის შემდეგ შედგება სპეციალური კომისია, კომისიაზე დასახელდება და განხუილული იქნება კანდიდატები , რომელსაც შესაბამისი ოქმის საფუძველზე დაადგენს კომისია", _ აღნიშნა ჯაფარიძემ.