იაპონიაში ტაიფუნ "ეტაუს" შედეგად ქალაქები და სოფლები დაიტბორა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, გადაუღებელმა წვიმამ რამდენიმე ადგილას მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია.
როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად დაშავდა -12, დაიკარგა -1, ხოლო 170 000-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუხდა, მაშველებმა ისინი ვერტმფრენების მეშვეობით სახლის სახურავებიდან გადაიყვანეს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, უპრეცედენტო წვიმის გამო არსებული საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
სტიქიის შედეგად შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, ასევე სარკინიგზო და ავიარეისები გაუქმდა.
ამ დროისთვის უცნობია იაპონიას სტიქიის შედეგად რა რაოდენობის ზარალი მიადგა.