ნიუ-ჯერსის აეროპორტში ანგარის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ანგარის ჩამონგრევის დროს შიგნით 9 მუშა იმყოფებოდა, რომელთაგან 4 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ანგარი გაერთიანებულ ავიახაზებს ეკუთვნის.
ცნობისთვის, ანგარი აეროდრომის შემადგენელი ელემენტია; ღია, გადახურული ან მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც სპეციალურად აღჭურვილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს თვითმფრინავების განთავსება, შემოწმება-დათვალიერება, შეკეთება და ფრენისწინა მომზადება. ნიუ-ჯერსის აეროპორტის ანგარი კი, 10 წელია საწყობის ფუნქციას ასრულებს.