თბილისის ზოოპარკში მატებაა. ძაღლი, სახელად კარაკულა დედა გახდა და 8 ლეკვი ჰყავს.
ამის შესახებ ზოოპარკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადაც კარაკულას ფოტოები შვილებთან ერთადა განთავსებული.
"ჩვენი კარაკულა დედა გახდა და ქვეყანას 8 პრიალა ლეკვი მოავლინა. ძალიან უცნაურია ის, რომ 7 მათგანი ნახშირივით შავია და მხოლოდ 1 – ტეეეტრი ტეტრი smile ემოცია ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს 1 თეთრი პატარა სიმბოლურად, საოცარი შემთხვევითობის წყალობით, შუმბას სახელზე გაჩნდა. სახელიც შევურჩიეთ – შუმბა.
მამა ვინაა არ ვიცით. არც იმის შესახებ ვფლობთ დეტალურ ინფორმაციას, სად "იმაიმუნა" ჩვენმა გოგომ. ფაქტია, რომ შუმბას ვოლიერიდან გამოსულმა, უკვე დაბანილმა, გაკრეჭილმა და მოწესრიგებულმა სადღაც გაძრომა და მაშინვე ვიღაცის მოხიბვლა მოახერხა. ცოტა რომ მოპუტკუნდა კი შევიტანეთ ეჭვი, რომ რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ ამგვარ სიურპრიზს ვერც კი წარმოვიდგენდით…
კარგი დედა გამოდგა ჩვენი კარაკულა. გალოკა, გააკრიალა, დაამწკრივა ბავშვები და უვლის გადასარევად. და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 შვილის დედაა, მაინც ძველებური ეშმაკუნები უთამაშებს თვალებში.
მოკლედ, ცხოვრება გრძელდება!
P.S. ჰო, და არ დაგავიწყდეთ, რომ ზოოპარკი 13 სექტემბერს იხსნება", _ აღნიშნულია ზოოპარკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.