დღეს, საღამოს ექვსი საათისთვის ლანჩხუთის კულტურის სახლი სახალხო არტისტს ლეო ანთაძეს უმასპინძლებს, რომელიც ლანჩხუთელი მაყურებლის წინაშე საავტორო მონო-სპექტაკლით "ბახტრიონით" წარსდგება.
კულტურის სახლში დაგეგმილი ეს ღონისძიება ბატონი ლეოს სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავისადმია მიძღვნილი და სპექტაკლზე დასწრება თეატრის მოყვარულთათვის თავისუფალია.