"გურია ნიუსის" ვებ – გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას "ვინ არიან "საპატიო ოზურგეთელების" სავარაუდო კანდიდატები" ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე გამოეხმაურა და ჟურნალისტებს "გაფრთხილება" მისცა:
"ეს რომ დაწერეთ, სავარაუდო კანდიდატები არიანო, ამ ადამიანებს გული რომ დაწყდებათ არ გიფიქრიათ?! ეს ხალხი, რომ არ დასახელდებიან შემდეგ, სავარაუდოდ, გული რომ დაწყდებათ, დაიბოღმებიან, განაწყენდებიან, ამაზე როგორც ჟურნალისტს არ გიფიქრია?! ცუდია, რომ არ გიფიქრია! რა ეშველება ახლა ამას? ჯერ კომისია არ შემდგარა და ვინ დასახელდება ეს შენ როგორ გაიგე? ვინ იქნება კანდიდატები წარმოდგენილი, ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით… ნამდვილად არ ვერევი არანაირად, მაგრამ არ მინდა, რომ ისე მოხდეს, როგორც შარშან და ამას ჟურნალისტებმა ხელი არ უნდა შეუწყოთ;ისე არ გააკეთოთ, რომ შარშანდელივით არ მოხდეს ადამიანების დაყოფა"_ გვითხრა სიორიძემ.
ამავე თემაზე: